გელათის მონასტერში გათბობის სისტემის მონტაჟი დაიწყეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტაძარი თერმულ ხაფანგში ექცევა და გათბობა ფრესკებს და ქვის სტრუქტურას კიდევ უფრო დააზიანებს, ახალი ბზარები გაუჩნდება კედლებსაც.
მთელ რიგ პრობლემებზე საუბრობს გელათის მცველი, თორნიკე ბარათაშვილი. მისი თქმით, დროებით გადახურვაზე გამოყენებული მასალა არ სუნთქავს, არ ატარებს ჰაერს, რის გამოც, პრობლემების მთელი ჯაჭვი იქმნება.
“გელათში მონტაჟდება მაღალი სიმძლავრის გამათბობლები, რამაც უნდა უზრუნვეყოს ფასადსა და კონსტრუქციის ელემენტებს შორის არსებული სივრცის გათბობა, ცხადყოფს იმას, რომ პროცესი არათანმიმდევრულია, მოკლებულია მეცნიერულ კვლევას და არ არის გეგმური. ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბროთ და განსაკუთრებით გასულ ზაფხულს, როდესაც ვსაუბრობდით თერმულ ჯიბეებზე, რაც განსაკუთრებით მაღალ რეგისტრში, გუმბათში იქმნება, ამაზე არ არსებობდა პასუხი, ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალურია, რას გულისხმობს ეს გამათბობელი სისტემის მონტაჟი, რა უნდა უზრუნველყოს მან. პროფესიული კითხვები უკევ დავსვით, მაგრამ არ გვაქვს იმედი, რომ ამაზე პასუხი იქნება. ასეთი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომ პასუხები ძირითადად არაპროფესიულია, თავდასხმის რეჟიმშია, მაგრამ ეს შეკითხვები მაინც დასულუია. როგორ უზრუნველყოფენ ტემპერატურულ ბალანსს ინტერიერსა და კონსტუქციულ ელემენტებს შორის. რატომ ხდება ეს სამუშოები ახლა, როდესაც უკვე მეექვსე ზამთარია, 2025 წლის ივნისის თვეში დასრულებულად ეს უნიკალურად შეფასებული დროებითი გადახურვა, თუდ ასრულდა, მასზე ყველანაირი სამუშაო უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო, უკვე დამდგარ ზამთარში, როდესაც ტემპერატურები არამდგრადია, ეს სამუშაოები გაცილებით მეტ შეკითხვას იწვევს”, – აცხადებს ბარათაშვილი.

















