კიდევ ერთი აქტივისტი, რომელიც სახელისუფლებო ზონდერების მსხვერპლი გახდა

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციებიდან ალბათ, ბევრი იცნობს აქტივისტ ზაური უგლავას, რომელიც ფიზიკურად იცავდა დარბევებისას თანატოლებს ხარებას სპეცრაზმისგან. ფაქტობრივად, ზაურზე ნადირობა იყო გამოცხადებული. არაერთხელ დახვდნენ და არაერთხელ გახდა ძალადობის მსხვერპლი სახელისუფლებო ზონდერებისგან. არაერთხელ მიიღო გაფრთხილება, რომ პოლიტიკური აქტივობებისგან თავი შორს უნდა დაეჭირა და სახლში მშვიდად დამჯდარიყო. თუმცა, დასავლური მომავლის ქომაგი და ანტირუსი ახალგაზრდა კაცი მუდამ იქ იყო, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად იკრიბებოდნენ.

ასე იყო ამა წლის ივლისის თვეშიც. აქციიდან სახლიდან ბრუნდებოდა, როცა სახლთან ახლოს ზონდერებმა ჩასაფრება მოუწყვეს და სცემეს. ქართულ რეალობაში ეს თითქოს ერთგვარ ნორმად იქცა, რადგან აქტივისტებისა თუ პოლიტიკოსების ცემა, თავდასხმა, დევნა ტრენდად იქცა.

ზაური უგლავას თავდასხმის ფაქტზეც, ისევე როგორც სხვა ათეულობით დაზარალებული აქტივისტის მსგავსად, შსს-მ გამოძიება არ დაიწყო. მეტიც – ნაცემ აქტივისტს ექიმების დახმარება დასჭირდა. წესისამებრ, მედიკოსებმა პოლიცია ადგილზე გამოიძახეს და გამომძიებელმა „ურჩია“, რომ სახლში მშვიდად მჯდარიყო…

მომხდარზე დაზარალებულ აქტივისტს ვესაუბრეთ, რომელიც მომხდარს ადასტურებს და ამბობს, რომ აქციიდან სახლში წასულს, ნიღბიანმა პირებმა ჩასაფრება მოუწყვეს, სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„25 ივლისის ღამეს, რუსთაველის გამზირიდან სახლში ვბრუნდებოდი, რა დროსაც ვიღაცამ დამიძახა. სიბნელეში ვერ გავარჩიე ვინ იყო. მკითხა, შენ ხომ ზაურ უგლავა ხარო?! დავუდასტურე და იმავე წამს დამარტყა. მე მოულოდნელობისგან წავიქეცი. მოცვივდნენ ნიღბიანი პირები და ცემა გააგრძელეს, მაგინებდნენ და მემუქრებოდნენ – „რევოლუციონერობას კარგი არაფერი მოაქვს და სახლში ეგდე თუ მშიდად ცხოვრება გინდაო“.
მცემეს და ყვირილის ხმაზე მეზობლები გარეთ გამოვიდნენ. თავდამსხმელები გაიქცნენ, მეზობელმა სასწარფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა და კლინიკაში გადამიყვანეს. კლინიკამ როგორც წესია, პოლიცია გამოიძახა, როცა ძალადობის ნიშნები შენიშნა და მეც დავადასტურე, რომ ნაცემი ვიყავი.

ადგილზე გამომძიებელი მოვიდა და მითხრა, რომ ძალადობის მუხლით საქმე ვერ აღიძვრებოდა და საუკეთესო ვერსია იქნებოდა სახლში მშვიდად დავმჯდარიყავი და დამევიწყებინა ანტისამთავრობო მოძრაობები. სამწუხაროდ, გამონაკლისი მხოლოდ მე არ ვარ, ასობით თუ არა, ათობით აქტივისტს სცემენ, დევნიან და აიძულებენ, გაჩუმდნენ. პოლიცია მოძალადე მთავრობის მხარესაა და ჩვენ, სრულიად დაუცველები მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა,“ – ამბობს ზაურ უგლავა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში 23 წლის წალენჯიხელი ვალერი ბაძაღუა დაიღუპა
შემდეგი სტატიახობში მომხდარ ავტოავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა, დედა კი მძიმედ დაშავდა