კიდევ ერთი ახალი წევრი პარტია “თავისუფალ დემოკრატებში”

პარტია “თავისუფალ დემოკრატებს” კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ზურაბ მაჭავარიანი შეუერთდა. მაჭავარიანი საზოგადოებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ზურაბ მაჭავარიანი ბაღდათი-ხარაგაულის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივ ორგანიზაციებს უხელმძღვანელებს.

‘’მოგესალმებით. მე მინდა დღეს წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი ძლიერი კარდი, რომელიც ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’ გვიერთდება. პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” შევეცადეთ ბაღდათი- ხარაგაულის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნებში ორივე რაიონისათვის მისაღები კანდიდატურა შეგვერჩია.

ზურაბ მაჭავარიანისთვის მშობლიურია, როგორც ბაღდათის -ასევე ხარაგაულის რაიონი.

ბაღდათი- ზურაბის დედულეთია. თამარ გურგენიძე დამსახურებული მასწავლებელი, მრავალი თაობის აღმზრდელი ბაღდათის რაიონის სოფ. წითელი ხევის საშუალო სკოლაში.

ზურაბ მაჭავარიანი მედიცინის მუაშკი გახლავთ- წლების განმავლობაში მუშობდა ხარაგაულში, აქვს მუშაობის გამოცდილება კერძო ბიზნესში.

სარგებლობს ავტორიტეტით, რისი დასტურიც იყო 2008 წლის საპარლამენტო არჩვნებში ( მიუხედავად სამთავრობო ზეწოლისა და გაყალბებისა) მისდამი მოსახლეობის მხარდაჭერა, როდესაც იგი დეპუტატობის კანდიდატი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან.

მე დარწმუნებული ვარ ზურაბ მაჭავარიანი თავის გამოცდილებას მაქსიმალურად გამოიყენებს რაიონის განვითარებისთვის და ენერგიას არ დაზოგავს იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება და მომავალი შევთავაზოთ ბაღდათელებს და ხარაგაულელებს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

‘’მოგესალმებით! მე არჩევანი გავაკეთე ,,თავისუფალი დემოკრატების” გუნდზე, რომლებმაც ქვეყნისადმი ერთგულება თავიანთი საქმიანობით დაამტკიცეს.

პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, ქვეყნის ევროპული განვითარების არჩევანი – ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რაც ამ პარტიასთან მაკავშირებს.

დარწმუნებული ვარ ჩემი საქმიანობით მოვიპოვებ თქვენს ნდობასა და მხარდაჭერას, თქვენთან ერთად ვაპირებ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის’’, – განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლები აშენდება