კიბოს შესახებ ათასობით სამეცნიერო ნაშრომში კრიტიკული შეცდომებია დაშვებული

ჰოლანდიელმა ბიოლოგებმა გაანალიზეს ათი ათასობით სამეცნიერი სტატია კიბოსთან ბრძოლის შესახებ, რომლებიც 1955 წლიდან დაწყებული დღემდე გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ანალიზმა ცხადყო, რომ 30 000 სტატიაში კრიტიკული შეცდომაა დაშვებული. კერძოდ, უჯრედები, რომლებსაც ექსპერიმენტი უტარდებოდათ, არასწორად იყვენ კლასიფიცირებულნი და არ მიეკუთვნებოდნენ იმ ტიპს, რომელიც განაცხადში იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ წერს ჟურნალი “PLoS ONE”, რომლის პრეს–რელიზი ქვეყნდება საიტზე EurekAlert.

კიბოსთან დაკავშირებით კვლევები უჯრედთა იმ კულტურებზე ტარდება, რომელთა გამოყვანა ხდება სუბტრატზე. ამ ტიპის კულტურები შეიცავენ მხოლოდ ერთი ტიპის (ერთი ხაზის) უჯრედებს. მაგალითად, თუ მეცნიერები იკვლევენ სწორი ნაწლავის კიბოს, მათ გამოჰყავთ ამ დაავადების შესაბამისი უჯრედები. მაგრამ. უჯრედთა ზოგიერთი ხაზი სხვაზე მეტად მდგრადია. მათი მოსპობა პრეპარატებით რთულია, მითუმეტეს, რომ აქვთ დანარჩენ უჯრედთა განდევნის ტენდენცია. ამდაგვარი თვისებებით ხასიათდება საშვილოსნოს ყელის კიბოს უჯრედი HeLa.
როგორც დაადგინეს კვლევის ავტორებმა, უჯრედთა 451 ხაზი, რომლებიც სპეციალურად შექმნეს კიბოს კონკრეტული ტიპების შესასწავლად, შეიცავს HeLa–ს და სხვა განსაკუთრებულად მდგრადი უჯრედების მინარევს. ბევრ შემთხვევაში მათ მთლიანად გამოაძევეს “ადგილობრივი” უჯრედები. ჰოლანდიელი ბიოლოგების თქმით, მეცნიერები, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, რომ შეცდომას უშვებენ. თუმცა, ბიოტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ უჯრედის ხაზებს, ეჭვს გამოთქვამენ, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია შემდეგ განიცდის “დაბინძურებას” HeLa–ს და სხვა მდგრადი უჯრედების სახით.
შეკითხვაზე, რატომ არ საუბრობენ ისინი ამის შესახებ ღიად, ბიოტექნოლოგები აცხადებენ, რომ “მეცნიერები და ხელმძღვანელობა მაინც არ დაუჯერებენ მათ”.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი არ ისახავენ მიზნად ათასობით მეცნიერის რეპუტაციის შებღალვას, რომლებაც არასწორ მასალაზე გამოიტანეს დასკვნები. თუმცა, სამართლიანი იქნება, რომ სტატიის ბოლოს მათ მიაწერონ დაშვებული შეცდომების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება
შემდეგი სტატიაშსს განცხადებას ავრცელებს-ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა