კიბოს განკურნება შესაძლებელია – ბრიტანელი მეცნიერები

ბრიტანელი მეცნიერები ავრცელებენ, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში შექმნიან ისეთ პრეპარატს, რომელიც კიბოს უჯრედების გავრცელების შეჩერებას შეძლებს – ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა-ICR განაცხადა, რომ აღნიშნული მიდგომისთვის 75 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ICR იმედს იტოვებს, რომ ლონდონის სატონის რაიონში ახალი წამლების შესაქმნელი ქარხნის ამუშავებას შეძლებს – “ბიბისი” წერს.
ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პოლ უორკმანის თქმით, კიბოსთან ბრძოლის ყველაზე დიდი პრობლემად ის რჩება, რომ კიბოს უჯრედები წამალთან ადაპტირდებიან და მის მიმართ მდგრადი ხდებიან. ახალი წამლები კი, რომელიც შექმნის სტადიაშია, კიბოს გავრცელების შეჩერებას შეძლებენ. გარდა ამისა, კიბოსგან განკურნებაც მეტად შესაძლებელი იქნება.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტებმა “ბრექსიტთან” დაკავშირებით ტერეზა მეისთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ცივი იარაღით ვაჭრობა და იმპორტი შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს