11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

კიასტუტის ბუდრისი სანქციებზე – დავაგვიანეთ, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიასტუტის ბუდრისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული სანქციების შესახებ „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ერთ წელზე მეტი ხნის წინ ლიეტუვა სანქციების შეთავაზებით გამოვიდა, რომ დაგვეწესებინა მათთვის სანქციები, როგორც ჩვენ ეროვნულ დონეზე გავაკეთეთ და ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ევროკავშირმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან ნელა იმოქმედა, საქართველოში დემოკრატია კიდევ უფრო უარესდება.

„ახლა, ერთი წლის შემდეგ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც დემოკრატია საქართველოში კიდევ უფრო უარესდება, ეს არის შედეგი. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ და ძალიან ნელა ვიმოქმედეთ. აი, რა არის შედეგი, ამიტომ ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: 14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა
შემდეგი სტატიალუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ