“ყვითელი ჟილეტების” საპასუხოდ მაკრონმა რეფორმების პაკეტი შეიმუშავა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხუთშაბათს, “ყვითელი ჟილეტების” თითქმის ნახევარწლიანი პროტესტის შემდეგ, რეფორმების პაკეტი წარმოადგინა – AP-ი წერს. მაკრონმა კონკრეტული ზომები წარადგინა, რომელიც მთელს ქვეყანაში ჩატარებულ თითქმის 10 ათასზე მეტ დებატებში გამოიკვეთა, ორ მილიონზე მეტი წინადადება კი ინტერნეტით წარადგინეს მოქალაქეებმა.
მაკრონი მოგების გადასახადის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. მას სურს “გადასახადები მაქსიმალური მოქალაქეებისთვის შეამციროს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს, ვინც საშუალო ფენას წარმოადგენს”. ასევე, მაკრონამ თქვა, რომ ამ ზომების დაფინანსება სახელმწიფო ხარჯების შემცირების ფონზე მოხდება. ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერს არ დაუზუსტებია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, გაიზარდება თუ არა საპენსიო ასაკი. გარდა ამისა, მაკრონის სურვილია დეპუტატების რაოდენობის შემცირება პარლამენტში.
“ყვითელი ჟილეტების” მოძრაობა შარშან ნოემბერში საწვავზე გადასახადის გაზდის პროტესტიდან დაიწყო და მაკრონის საწინააღმდეგო მოძრაობაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში სახელმწიფო ენის შესახებ კანონს ევროკავშირი გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსული ნავთობის ტრანზიტი შეაჩერა