ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს

ახმეტელის მეტროსთან ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს. ისინი ხელფასების ცვლილებას აპროტესტებენ და მის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქს ლურჯი მიკროავტობუსები დაემატა, მათი ხელფასები შემცირდა.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

“ამ მძღოლების ჯიბეში ხელი ჩაყო კალაძემ და ჯამურად, 43 მილიონი წაიღო. ყვითელი მიკროავტობუსების ნაცვლად ლურჯები შემოიყვანეს, გადაუფორმეს კომპანიას, 1500 ლარის ნაცვლად 800 აქვთ მძღოლებს ხელფასი, მიკროავტობუსებს არ უფორმებენ მძღოლებს… და რა მოხდა? ამით კალაძემ ვიღაცასთან გაინაწილა 43 მილიონი”, – თქვა ვაშაძემ

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას რიკოთის გზაზე ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს