ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა

ყვითელი მიკროავტობუსების ნაწილს გზებზე გადაადგილება აეკრძალა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შალვა ურიადმყოფელი აცხადებს, რომ 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 858 სატრანსპორტო საშუალებას გზაზე გადაადგილება აეკრძალა. მისივე თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა.
„უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც სამგზავრო გადაყვანებს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ წინასწარ რა ინფორმაციაც მაქვს, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გარკვეული რაოდენობა იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და ისინი შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან“, – აღნიშნა ურიადმყოფელმა.

 

წყარო: bpn.ge

banner
წინა სტატიაში“თუ მთავარ პროკურორს კვლავ წულუკიანი წარადგენს, მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება მთავარი პროკურორი”
შემდეგი სტატიასკანდალი – მთავარი პროკურორის პოსტზე წულუკიანის ნათლულის მამა გაჰყავთ