ხვიჩია – ვისურვებ, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად იმსახურებს ამას ჩვენი მთავრობა

ვისურვებ, ევროკომისიის დასკვნა დადებითი იყოს, მიუხედავად იმისა, რამდენად იმსახურებს ამას ჩვენი მთავრობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, პოზიტიური მოლოდინი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია შეფასებისას ქართველი ხალხის განწყობით იხელმძღვანელებს.

„მთავრობის საქმიანობით თუ შეგვაფასებენ, სტატუსს არ მოგვცემენ. ქართველი ხალხის განწყობით თუ შეგვაფასებენ, მაშინ პოზიტიური მოლოდინი უნდა გვქონდეს. ცოტა ინფორმაცია მაქვს, ჩვენს თავს რა ხდება. „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის დასასჯელია და არა დასავლელი პარტნიორების. ამიტომ, ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვას არ უნდა დავაბრალოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიისთერნ ფრომოუშენსი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით საქართველოს კიბერუსაფრთხოების რიგით მე-2 ფორუმს, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების საკითხების პროფესიულ და საფუძვლიან განხილვას