ხვიჩია – ვისაც სასურველი ჩაცმულობით სადმე გასვლა უნდა, ეს ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს

ვისაც სასურველი ჩაცმულობით სადმე გასვლა უნდა, ეს ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს, სახელმწიფომ ეს უფლება უნდა დაიცვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისი გადასაწყვეტი არ არის, პრაიდი უნდა ჩატარდეს თუ არა.

„ჩემი გადასაწყვეტი არ არის და კომპეტენტური არ ვარ იმ საკითხში, პრაიდი უნდა ჩატარდეს, თუ არა. ვარ ადამიანი, რომლის მსგავსი არსებობს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ლგბტ თემშიც, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას მხარს უჭერს და ძალადობას ემიჯნება, არ მოსწონს ასეთი ფორმები. ამიტომ, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, თუმცა მე რომ არ მომწონს რაღაც, ეს არ ნიშნავს, რაიმე აეკრძალოს. ვისაც უნდა სადმე გავლა, როგორიც უნდა, ისეთი ჩაცმულობით, ეს მშვიდობით და ძალადობის გარეშე უნდა მოხდეს. ეს უფლება სახელმწიფომ უნდა დაიცვას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – „ოცნება“ საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებას თუ დააიგნორებს, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის
შემდეგი სტატიავაშაძე – გილოცავთ, მთავარი გამყალბებელი აღარ არის ცესკო-ს თავმჯდომარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაყალბება დასრულდა