ხვიჩია – ვეცდები, მხარეები დავარწმუნო, რომ „ამნისტიის შესახებ” სათითაო კანონპროექტის გატანას კომპრომისი სჯობს

მარტივად აქამდე რაზე შეთანხმებულა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ ამნისტიის კანონპრპექტზე გვქონდეს მოლოდინი, მარტივად შეთანხმდებიან? უბრალოდ, ამის შანსი არსებობს, მაგრამ არსებული ტრადიციები არ გვიწყობს ხელს, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ნამდვილად შევთანხმდებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეცდება, მხარეები დაარწმუნოს, რომ კანონპროექტის სათითაოდ გატანას კომპრომისი სჯობს.

„წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მაქვს და ვგრძნობ, შანსი არსებობს, რომ კომპრომისი იყოს მიღწეული, თუმცა, გარანტია არ არსებობს. მარტივად აქამდე რაზე შეთანხმებულა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რომ ამნისტიის კანონპროექტზე გვქონდეს მოლოდინი, მარტივად შეთანხმდებიან? უბრალოდ, ამის შანსი არსებობს, მაგრამ არსებული ტრადიციები არ გვიწყობს ხელს, გარანტირებულად ვთქვათ, რომ ნამდვილად შევთანხმდებით. თუმცა, უნდა ვეცადოთ. დღეს ჩემი შრომა იქნება მიდრეკილი იქითკენ, რომ მხარეები დავარწმუნო, კომპრომისი სჯობს, ვიდრე „ამნისტიის შესახებ” სათითაო კანონპროექტის გატანა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიათბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება