ხვიჩია: ვცდილობდით სააკაშვილის გაცნობას, მასთან ურთიერთობას, მაგრამ არ ვართ მათთვის კომფორტულად საურთიერთო ხალხი

ჩვენ არ ვუყვარვართ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერებს. მანამდე ჩვენ ვცდილობდით მიხეილ სააკაშვილის გაცნობას და მასთან ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ არ ვართ ჩვენ მათთვის კომფორტულად საურთიერთობო ხალხი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის მიმართვის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოლეგებს სააკაშვილის გათავისუფლებაში წარმატებებს უსურვებს.

„არ მიგვიწვევენ მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად მაინც წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს კოლეგებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, „რა გზავნილები ამოიკითხეთ სააკაშვილის მიმართვიდან, რა იყო თქვენთვის საყურადღებო“, ხვიჩიამ განაცხადა:

„როგორც ყოველთვის, მოდი, დავამხოთ ქოცები და შემდეგ ერთმანეთში ჩვენ დავლაგდეთ. ეს, რაც აქამდეც იყო, არ უმუშავია, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ. რევოლუციური სცენარი კი არ არის, სინამდვილეში, საუბარია რევოლუციაზე, მაგრამ არა კონკრეტული გეგმები და ნაბიჯები, რაც ზოგადად, რევოლუციას სჭირდება. თუ არა და ისე ღაღადების ტიპის საუბრად დარჩება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად უკრაინის ელჩის მრჩეველი მივიდა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა