ხვიჩია – უაბჯროდ გვინდა რევოლუცია, ეს ბრიყვული ტაქტიკაა

„ახლა ვჩქმალავთ, ვემიჯნები ამ პროცესს, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, პატარა პარტია ვართ, ვერ გადავარჩენთ პარლამენტარიზმს და ვერ შევალთ შენობაში, რომელიც რეალურად, პარლამენტი არ იქნება. ხელისუფლების არაკონსტრუქციულობა იგრძნობა იმაშიც რომ, საგანგებო სხდომას ნიშნავენ, რომ ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან, გეგონება, სადმე გაიქცეოდნენ. იმედი არ გვაქვს, რადგან ოპოზიცია, რომელიც ასე იქცევა, საკუთარ თავს და ამომრჩეველს არ სცემს პატივს, რევოლუციას ამბობენ და 60 იმუნიტეტიან ადამიანზე ამბობენ უარს. წარმოიდგინეთ, აბჯარს ვიხსნით და ვაბარებთ ხელისუფლებას და გვინდა, უაბჯროდ რევოლუცია. მგონია, რომ ეს ბრიყვული ტაქტიკაა და ცხოვრებაში ბრიყვების იმედი არ მქონია და ვცდილობ, ამ პროცესს გავემიჯნო და ქართველ ხალხს ვთხოვო, ამ სულელ ხალხში არ აგერიოთ. მზად ვარ, „ქართულ ოცნებასაც“, „ნაცმოძრაობასაც“ და სხვა პარტიებსაც შევხვდე. ზოგადად, ასეთი შეხვედრებისთვის დახურული შეხვედრები სჯობს, მედიამაც რომ არ იცოდეს. იქნება ეს საჯარო სივრცე, თუნდაც თქვენი ეთერი, ან არასაჯაროდ, საიდუმლოდ შევხვდებით, ოღონდ საქმის გაკეთება უნდოდეთ ამ შეხვედრის დროს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება – რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია დაინახავს ყველა
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: ენმ და “ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში