ხვიჩია – თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შემოთავაზებული, მხარს არ დავუჭერ

„ქართული ოცნება“ სპეციფიკური პარტიაა და არასოდეს იცი, ზუსტად რას იზამს, მიუხედავად იმისა, თუ რა აქვს წინა დღეს ნათქვამი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა და ისაუბრა, თუ რა მოლოდინი აქვს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შთავაზებული, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ველოდები, რომ ორპროცენტიან სარჩევნო ბარიერს პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. თუ სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი იქნება შემოთავაზებული, მხარს არ დავუჭერ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ქართველი ხალხის სახელით ებრაელ ხალხს ახალ წელს, როშ ჰაშანას ვულოცავ