ხვიჩია – თავის დროზე, როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად მიიჩნევდნენ, ახლა ამ მოთხოვნით ქუჩებს კეტავენ

„გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს არ შეურთდება. ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა კონკრეტული პირობით.

„ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს ჩვენს კომისიასაც, რაზეც არ უნდა იყოს. თავის დროზე ამაზე თანხმობა გვქონდა. საპროტესტო აქციებს წარმატებას ვუსურვებ და მასში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას არ აპირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგვიანებული ფიქრი სჩვევია, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სწორ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ბოლო მიშას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ემთხვეოდა. თავის დროზე, როცა ამას ვამბობდი, არასერიოზულად მიაჩნდათ, ახლა კი, ამ მოთხოვნით ქუჩებს კეტავენ. შესაბამისად, მჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლაც ასეთი იქნება – გვიან, მაგრამ ამ დასკვნამდე მივლენ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაში„მოქალაქეები“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატია„საქართველოს რკინიგზა“ – რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა