ხვიჩია – თაკო ჩარკვიანის მოძრაობის ძირითადი დანიშნულება „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკი იქნება,

gulis eleqsiri

თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა დაელაპარაკოს, რადგან სააკაშვილის მარშრუტი მათზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ამ მოძრაობის ძირითადი დანიშნულება „ქართულ ოცნებასთან“ ლაპარაკი იქნება, რადგან ერთად გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მარშრუტს.

„ჩემი აზრით, ამ მარშრუტის საკნამდე მისვლა რომ ნდომოდა, რამენაირად მივიდოდა, მაგრამ ეს მგონია, რომ ადამიანების ემოციებამდე მიდის, მაქსიმუმ საზღვრამდე მოიყვანონ მიშა, რათა ხალხი დაძაბონ, გამოვიდნენ და მიშას წინააღმდეგ ხმა მისცენ. პარტიის შიდა ინფრასტრუქტურას არ ვიცნობ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობენ ნამუსიანი ადამიანები, რომელთაც ამ თემაზე საჯარო საუბარი არ უყვართ და საჯაროდ არ ამბობენ, რომ ველოდებით, მიშა ჩამოვა ზეგო. ასეთი ხალხი არსებობს და ეს დასაფასებელია. თაკო ჩარკვიანის განცხადება არის წინასაარჩევნო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

წინა სტატიაშიოპოზიცია სამეგრელოში ერთიან ფრონტს ქმნის: ამოქმედდება ე.წ. ქოლცენტრი და იურიდიული მომსახურების ბიურო
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ კვლევაზე – ყოჩაღ და ვულოცავ!