ხვიჩია – სასამართლოს რომ ეშველოს, სხვანაირად უნდა წავიდეთ

მაინტერესებს ხელისუფლების დამოკიდებულება, როგორ უყურებს სასამართლო რეფორმას, რას აპირებს ამ რეფორმის ფარგლებში და რა რეალური შედეგი დაიდება, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხვიჩიას თქმით, სასამართლოს რომ ეშველოს ამ ქვეყანაში, სხვანაირად უნდა წავიდეთ, პროცესში ადამიანები შემოვიყვანოთ, გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები.

„შეხვედრაზე ამის გასაგებად მოვდივარ. სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რომელიც სასამართლოში რამდენჯერმე ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი და რწმენით, რომ სასამართლოს რაიმე ეშველოს ამ ქვეყანაში, ვთვლი, რომ სხვანაირად უნდა წავიდეთ – ამ პროცესში ადამიანები უნდა შემოვიყვანოთ და ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეები და არჩევითი პოლიციური შერიფების ინსტიტუტის შემოღება.

მჯერა, რომ ამით შეგვიძლია, რეალური გარდატეხა მოვახდინოთ, სხვა ჩემი აზრით არის კოსმეტიკური ცვლილებები, მაგრამ დოკუმენტის სულისკვეთებას თუ გავიზიარებთ, შეიძლება, სასამართლოში ოდნავ უკეთესი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ვებ-გვერდზე 106494 მოქალაქეა დარეგისტრირებული
შემდეგი სტატიამცხეთა-მთიანეთის მხარე რუსეთის შემადგენლობაში შევიდა?