ხვიჩია – საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“.

ხვიჩიას თქმით, ყველამ იცის, მეგის ქარდავა არ ისჯება იმის გამო, რომ ფარულ ჩანაწერებს იღებდა, რადგან მისი დასჯა თუ ვინმეს სურდა, აქამდე დაისჯებოდა.

„არჩევნები მოდის და „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სიტუაციის მეტად ესკალაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლ, ჭეშმარიტ რაინდად, გამოცხადდეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მტკივნეულად აკეთებდა ამას. მგონია, უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რომ ერთმანეთის ცოდვა-მადლი ვარჩიოთ, არამედ როგორ დავამთავროთ ასე ურთიერთობა, რომ პოლიტიკოსები აქტიურობდნენ საკითხების განხილვით და არა სხვის საძინებლებში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – საქართველოში მთავარ მომსმენებს აწინაურებენ, რომ „მაგარი პონტი“ ააგდეს