ხვიჩია – სალომე ზურაბიშვილი და ნინო ლომჯარია საინტერესო წყვილი იქნება, წარმატებას ვუსურვებ

საინტერესო წყვილი იქნება და წარმატებას ვუსურვებ მათ, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარიამ არ გამორიცხა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებული მოქმედებები, მათ შორის ერთობლივი ვიზიტები საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში.

„რომელ ვიზიტებში, კონსტიტუციის დარღვევით რომ მოხდება თუ კონსტიტუციის დაცვით რომ მოხდება იმ ვიზიტებში, მგონი ამას გააჩნია. ისე საინტერესო წყვილი იქნება და წარმატებას ვუსურვებ მათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ერთ ალიანსში იყვნენ სალომე ზურაბიშვილი და ნინო ლომჯარია, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა „ზოგადად ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს ალიანსები სწრაფად შედგეს და ყველა ერთმანეთთან გაერთიანდეს, ვინც გაერთიანებას აპირებს. ცოტა ხანი მეეჭვება ეს ამბავი შედგეს. უფრო ალბათ არჩევნების მოახლოებისთვის შეიძლება. რასაც მე ვუყურებ, დღევანდელი კონფიგურაციით რომ ვუყურებ, მაინც „ქოცებად“ და „ნაცებად“ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. შეიძლება, ეს ერთ პარტიაში მოხდეს, შეიძლება რამდენიმეში. სამწუხაროდ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ახალს ვერ სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას გარდა „გირჩისა“. ალიანსი თუ შედგა, ისინი რომელ მხარეს იქნებიან თქვენი აზრით? ეს იქნება სრულყოფილი პროქოცური ალიანსი“.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს, ნუ ღელავს
შემდეგი სტატიაკობახიძე – არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში, ეს არის მოწოდება ყველა ქვეყნის მიმართ, ჩარევის რისკები თუ იქნება, ყველას მივაწვდით ინფორმაციას