ხვიჩია – საგამოძიებო კომისიას ნდობა რომ ჰქონდეს, ის უნდა იყოს კონსენსუსი შედეგად შექმნილი და არა ცალმხრივი, სადაც ერთი პარტია არის ყველაფერი

ზოგადად საგამოძიებო კომისიის იდეა კარგია, როგორც გამოსავალი, მაგრამ ამ კომისიას უნდა ჰქონდეს ნდობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას ნდობა რომ ჰქონდეს, ის უნდა იყოს კონსენსუსი შედეგად შექმნილი და არა ცალმხრივი, სადაც ერთი პარტია არის ყველაფერი.

„გააჩნია როგორ მივალთ ამ წინადადებამდე, მაგრამ წინადადება, რომ საგამოძიებო კომისიის რაღაცებზე ვილაპარაკოთ, უაზრობა არ არის, თუმცა გააჩნია, როგორ გავაკეთებთ ამას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ შექმნის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას. მისივე თქმით, თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, თავად კი დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას.

banner
წინა სტატიაშიმელია კობახიძეზე: საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ 1 თვეა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი