ხვიჩია სააკაშვილზე: შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, ეს სერიოზული არ არის

ეროვნული შერიგების დიდი გულშემატკივარი ვართ. გაზაფხულიდან ამ თემაზე ვსაუბრობდით. მაშინ, ოპოზიციური მედიები ამის გამო „ქართულ ოცნებასთან“ შეკრულს გვეძახდნენ. გაგვიხარდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ამის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩის“ პარტია დაინტერესებულია, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილს შერიგება.

„ძალიან გვინდა, რომ დამატებითი ინფორმაციები მივიღოთ. ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი სურვილიც იქნება. ჩვენ გვაინტერესებს, შერიგება მიხეილ სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, სერიოზული არ არის. ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. ეს როგორ უნდა მოხდეს, დრომ უნდა გვაჩვენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ხელისუფლება ცალი ხელით 5-6 ივლისის მოძალადეების საქმეს იხილავს და მეორე ხელით ალტინფოს პარტია დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიასუბარი სააკაშვილზე: ჯერ სასჯელი უნდა მოიხადოს და შერიგებაზე შემდეგ ილაპარაკოს