“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, იაგო ხვიჩია სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც მმართველი გუნდი პუტინის ტყვეობაში მყოფ ადამიანს არ ათავისუფლებს, დროა, პრეზიდენტმა იმოქმედოს.
ხვიჩია დარწმუნებულია, რომ “ოცნება” ზურაბიშვილს სააკაშვილის ყურადღების გადატანის მიზნით იყენებს, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ პროცესებზე აქტიურად არ ჰქონდეს ყურადღება გამახვილებული და ინტენსიური ჩართულობა ვერ მოახერხოს.
მას გააჩნდა სწორედ კომპეტენცია როგორც ასეთი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გამგზავრებაზე. თუ ასე ფიქრობ და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ “ოცნებას” რატომ ეუბნები. შეიძლება უთხრა, მაგრამ უარს თუ გეუბნება, ხელს რატომ იქნევ შენს განზრახვაზე. მე მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს არ უფრთხილდებიან ქოცები. ხან სალომე ზურაბიშვილის სახით აიმედებენ, ხან რაღაც თემას გამოაგდებენ, რომ ის არ გადაერთოს აქტიურ პოლიტიკურ პროცესზე და სულ იყოს გათავისუფლების მოლოდინში”, – ამბობს ხვიჩია.