ხვიჩია – სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ, მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. მისივე თქმით, ამას უნდა ითხოვდნენ მისი თანაგუნდელები.

„მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ. მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამას ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. კარგი იქნებოდა, ამას მისი თანაგუნდელები აჰყოლოდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების საკითხს, ხვიჩიას განაცხადებით, პატიმრის უფლებაა, დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას.

„მისი, როგორც პატიმრის და ბრალდებულის უფლების შეზღუდვაა, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს და მისი უფლებები დაიცვას, რაც კონსტიტუციური უფლებაა – სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა. ჩემი აზრით, სასამართლო სხდომაზე არდასწრების უფლებით „ქოცები“ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან. უფლებების დარღვევები სახეზეა და სამწუხაროდ, შეგუებული ვართ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც ასეთი შეიძლება მოხდეს და ამ ქვეყნის მშენებლობაში, მათ შორის მართლმსასჯულების ნაწილში უდიდესი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შიმშილობის დაწყება და აღნიშნა, რომ ადამიანის გასათავისუფლებლად შიმშილობა ეფექტური გზა არ უნდა იყოს.

„რაც შეეხება დეპუტატების შიმშილობას, არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება რას ეფუძნება, რატომ მიიღეს და სხვა რა არჩევანი იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანის გასათავისუფლებლად შიმშილობა ეფექტური გზა არ უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი – შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა
შემდეგი სტატიამიშა არ გადაყავთ სასამართლოში 11 საათზე, ქალაქის მეორე ბოლოში 2 საათზე დაანონსებული აქციის გამო – დეკანოიძე