ხვიჩია – როდესაც ვთქვით, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან შეხვედრას ვაპირებდით, მას ამის საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია

წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა, – ასე პასუხობს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა იყოს განხილული.

იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს ამის საწინააღმდეგო პოზიცია არ ჰქონია.

„ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებულ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა და რა შეიცვალა, ეს უნდა ჰკითხოთ გიორგი ვაშაძეს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს არჩევნები არ აინტერესებს, მათი ამოცანაა, რევოლუციური რეჟიმის არსებობა
შემდეგი სტატია“ოცნების“ დაშლასა და დაპირისპირებებზე საუბარი ის პიარმიმართულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი მიჰყვება”