ხვიჩია: რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ეს ინფორმაციები მოხვედრილი ხომ არ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში?

„მნიშვნელოვანი მოსმენები და საჯარო აქტი კი არ არის, არამედ პარლამენტის წევრებს მართლა გვაინტერესებს თუ არა, ის, რა ხდება ქართულ სპეცსამსახურებში. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ეს ინფორმაციები მოხვედრილი ხომ არ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში? ეს უფრო ბევრად სერიოზულია, ვიდრე საჯარო სივრცეში დაბარება და პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი. ფორმატი უნდა შევქმნათ, რომელიც ამ ამბავს სულ სხვა სერიოზულობით გამოიძიებს და საუბარი უნდა იყოს არა ვინმეს დაკავება-დასჯაზე, არამედ გარკვევაზე, რა ხდება ჩვენს თავს და როგორ გვინდა ცხოვრების გაგრძელება – რეფორმაზე ვიფიქროთ, ვიდრე უარესი საქმეები არ აფეთქებულა. უბრალოდ, ვინმე დაიბარო და რაღაცები ისაუბროს, ეს უნდა მოხდეს და ამას არჩევნების შემდეგ ვისურვებდი, მაგრამ მთელი ეს პროცესი იმიტომ არის მოწყობილი, რომ საარჩევნო გარემოზე მოეხდინა გავლენა“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ჩანაწერებზე საბრისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიჩაჩიბაია: ამ ვიზიტით მან დაგვანახა ყველას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერი რეგიონში
შემდეგი სტატიაკორძაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე