ხვიჩია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული თამაშის მონაწილეები მგონია

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებული თამაშის მონაწილეები მგონია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობას არ ვანიჭებ მეორე ტურს ვინ მოიგებს და ვინ – წააგებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„არც ერთი მხარე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, სიახლესთან და ცვლილებებთან არ ასოცირდება. ასოცირდება იგივეს გაგრძელებასთან, რაც არის ქვეყანაში. ვწუხვარ, მოსახლეობას გამამხენევებელს ვერაფერს ვეუბნები, რომ რაიმე განსხვავებაა რომელიმეზე ხმის მიცემა. კარგია, რომ გიორგი გახარია ზუსტად იმავე ჩვენებას „აწვება“, რადგან გახარია იყო ხელისუფლებაში, მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე. ჩემს ვერსიას ისიც დასაშვებად მიიჩნევს და ამ ვერსიაზე უნდა იფიქროთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო – ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს
შემდეგი სტატიატიკარაძე – ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს