ხვიჩია: პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან

პრეზიდენტის განცხადებას ნეიტრლურად შევაფასებდი, რადგან არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია, მოლოდინები გააჩინოს და შემდეგ არაფერი მოხდეს.

„მისი გუშინდელი განცხადებაც ასეთი იყო. კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან და განცხადება იმიტომ არ უნდა გააკეთო, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ჩაგესვლებოდეს და ქვეყნის პრეზიდენტს ვიზა, რომ მოგცეს სხვა ქვეყანამ ამიტომ ილაპარაკო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისუბარი: ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, არ შეიძლება, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს იქნება სირცხვილი
შემდეგი სტატიარეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა