ხვიჩია – ორ პროცენტზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ოდითგანვე არ უნდოდათ, ოღონდ, ამის გაკეთება ისე უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი მათ არ დაბრალებოდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, პირველი მოსმენის წინ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ კონსულტაციებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა, თუ პროექტი ამოქმედდებოდა დღესვე და არა 2024 წლიდან. მაშინ, ამას „ქართული ოცნება“ დათანხმდა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება „ქართულ ოცნებასაც“ უნდა. თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, მათ არ დაბრალდეთ. მგონი, ყველას ესმის, რომ რიგგარეშე არჩევნები მოხდეს 2024 წლამდე შემთხვევითობის წყალობით და არა რომელიმე ლოგიკური ქმედებათა ერთობლიობით. შესაბამისად, ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია, რომ „ნაცებს“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეთ და „ქართული ოცნება“ პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს. ჩვენ 2 პროცენტზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ცვლილებების ჩაგდება უნდათ და საბაბს ეძებენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი – საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს უახლოეს პარტნიორებს შორის, კვლავაც მზად ვართ მათი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის
შემდეგი სტატიადღეიდან ორად გავიყავით, ცილიანებად და უცილოებად – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. მწვანე პასპორტზე