ხვიჩია – ოპოზიციას თუ რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ, ჩემთვის არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ

ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ თუ ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის არსებობის წესი იცვლებოდა, უმჯობესი იქნებოდა, ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული.

ჟურნალისტებთან საუბარში იაგო ხვიჩია რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომელიც დღეს, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

„ჩვენ სამი დეპუტატი გვყავს და თუ ოპოზიციას რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ და ფრაქციის შექმნისთვის სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. ჩემთვის ე.ი. არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. რომ გითხრათ, რომ ფრაქციის შექმნის დიდი ვნება გვაქვს, მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ საშუალება იქნებოდა, რატომაც არა. მეოთხე დეპუტატი ახლა სად ვიპოვოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო