ხვიჩია – “ოცნებას“ თუ მათ მართლაც სურდა რეზოლუციის ინიცირება, მაშინ საჭირო ხმების მოსაგროვებლად უნდა ემუშავა

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სურდა, „ევრონესტის“ ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირების საკითხი ჩავარდნილი, რათა შემდეგ ეს ოპოზიციისთვის დაებრალებინა.

ხვიჩიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ თუ მათ მართლაც სურდა რეზოლუციის ინიცირება, მაშინ საჭირო ხმების მოსაგროვებლად უნდა ემუშავა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქოცებმა“ რაღაცნაირად არაფერი გააკეთეს, არავინ შეაწუხეს, არავის არაფერი სთხოვეს და შემდეგ სათანადო ხმები რომ ვერ მიიღეს, სხვებს დაუწყეს დაბრალება. თუ ეს ხმები სჭირდებიდათ და ამაზე მართლა „ჩალიჩობდნენ“, კოლეგებს რატომ არ სთხოვეს ამაში დახმარება? უკრაინელებს ვერ სთხოვდნენ, მაგრამ „ნაცებთან“ რა პრობლემა იყო. მგონი, ეს სპეციალურად გააკეთეს, რადგან შემდეგ ეყვირათ, მხარი არ დაგვიჭირეს „ნაცებმაო“. ევროპარლამენტარების კომენტარიც მოვისმინე, რომ „ქართული ოცნება“ არ მოსულა, არაფერი უთხოვია და ამ ყველაფერს როგორ გავიგებდითო. არ ვიცი, მოლდოვამ საიდან გაიგო, მაგრამ არც „ქართული ოცნებისგან“ გამიგია, რომ ვაშაძეს ველაპარაკეთ და უარი გვითხრა მხარდაჭერაზეო. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქოცებს“ უნდოდათ, ეს საკითხი ჩავარდნილიყო და სხვებისთვის დაებრალებინათ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – დედაქალაქში, სხვადასხვა მარშრუტს ავტობუსები დაემატება, რაც მოცდის ინტერვალს შეამცირებს
შემდეგი სტატიაყაველაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს