ხვიჩია – “ოცნებამაც” უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო მის მიერ მოწონებული კანდიდატის მიერ ჩატარებული არჩევნები პრობლემა იქნება

ისეთ საკითხებზე გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმების გარანტია ნამდვილად არ არსებობს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე იმის თქმა, პრეზიდენტი კარგ თავმჯდომარეს შეარჩევს თუ ცუდს და გამოდგება თუ არა ის პრაქტიკაში. ჩვენ ვიცით, რომ წინა თავმჯდომარეც კონსენსუსით იყო შერჩეული, მოსწონდა ოპოზიციასაც, მაგრამ დაგროვდა უკმაყოფილება და ახლა ვადაზე ადრე მოუწია გადადგომა ქალბატონ ჟვანიას. უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და ვნახოთ ვის შემოგვთავაზებს პრეზიდენტი და მისი სათათბირო ჯგუფი. ვგულშემატკივრობ იმ იდეას, რომ იქნებ კონსენსუსით მოვახერხოთ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, მაგრამ ისეთ საკითხებზე გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს შორის, რომ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმების გარანტია ნამდვილად არ არსებობს, თუმცა, უნდა ვეცადოთ და “ქართულმა ოცნებამაც” უნდა გაითვალისწინოს, რომ მარტო მის მიერ მოწონებული კანდიდატის მიერ ჩატარებული არჩევნები უკვე იქნება პრობლემა”,- განაცხდა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიმეზვრიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრის შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან