ხვიჩია – „ოცნებამ” ცინიკურად დაიწყო – თუ არ ეთანხმება ნიკა მელია ამნისტიას, მაშინ იჯდეს ციხეში

“ქართულმა ოცნებამ” ცინიკურად დაიწყო ამის განხორციელება – თუ არ ეთანხმება ნიკა მელია ამნისტიას, მაშინ იჯდეს ციხეში, ეს პროვოკაციულ მიდგომაზე ასევე პროვოკაციული პასუხია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” და ნიკა მელიას კინკლაობას არ უნდა ჩააშლევინონ შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს.

“შარლ მიშელის დოკუმენტით ნიკა მელიას გათავისუფლების ორი გზა არსებობდა: ერთი გირაო, მეორე – ამნისტია. გირაოს გზა იყო ის გზა, სადაც ნიკა მელიას ნება იყო აუცილებელი, ამას ამბობდა ეს დოკუმენტი, ის თუ დაეთანხმებოდა მაშინ მოხდებოდა, თუ არა – იქნებოდა ამნისტია. ახლა ბატონი ნიკა როგორც იცით არც ამნისტიას არ ეთანხმება და “ქართულმა ოცნებამ” ცინიკურად დაიწყო ამის განხორციელება, რომ თუ არ ეთანხმება, მაშინ იჯდეს ციხეში და ამას თან არქმევენ ნიკა მელიას ნების პატივისცემას. იმედი მაქვს, როცა დაიწყება ამის განხილვა ან მანამდეც – იცით, რომ კარლ ჰარცელი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, მივალთ ისეთ ფორმამდე, რომ ნიკა მელია იქნება გარეთ. მაგრამ ზოგადად, მარტო ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი ამ შემთხვევაში, მოდით, პოლიტიკურ პროცესს შევხედოთ: ადამიანები შენს ამნისტიაზე მუშაობენ, შენ გამოდიხარ ლანძღავ, შენ მეგობრები სირცხვილის კორიდორებს უწყობენ, ეს არ არის სწორი. ხელისუფლებამ ეს გამოიყენა და თქვა, თუ ეს არ გინდათ, ამდენს გვლანძღავთ, არ გავაკეთებთ. ეს პროვოკაციულ მიდგომაზე პასუხია, ასევე პროვოკაციული პასუხი, მაგრამ პასუხია – “თუ არ გინდა, არ გიშვებ”- ეს არის ხელისუფლების პასუხი, ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული, მაგრამ ამას თავისი საფუძვლები აქვს,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშირიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს