ხვიჩია – ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა – როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს

ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა – როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობაზე პარტია „ახალის“ თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, “გირჩი” ამბობდა, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა არ იყოს.

„როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ, პოლიტიკოსი ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი.

მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ რადიკალები და ვაჭრობა არასდროს დაგვიშლია ქართველი ხალხისთვის. პირიქით, ვამბობდით, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ არ იყოს თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, მთელ სამყაროს რომ გადაიმტერებ და შენ თვითონ არ იცი რატომ, მე ამას პრაგმატულად ვერ ჩავთვლი. ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი ამომრჩევლებს საკვებ პროდუქტებსა და საწვავზე ფასების შემცირებას, სამუშაო ადგილების გაზრდასა და საზღვრის უსაფრთხოებას ჰპირდება