ხვიჩია – „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა

გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, – ამის შეესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოდის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამ თემაზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა. ე.ი. მისი ქვეყანაში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა, თორე, თუ რომელიმეს ჰკითხავთ, შეიძლებ, ზოგი მის ჩამოსვლას უშვებდეს. მთავარია, ფულს რისკავენ თუ არა ამ რწმენის შესაბამისად და ფულს არ რისკავენ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „პირადად ჩავა ამ არჩევნებზე საქართველოში“.

banner
წინა სტატიაშიზარქუა სააკაშვილზე – ჩამოვა თუ არა, ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, ეს იდარდოს მისმა ამომრჩეველმა, რომელიც 15-ჯერ “ააყირავა”
შემდეგი სტატიამმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს – “სამოქალაქო საარჩევნო კომისია”