ხვიჩია – მოლოდინი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, კოლეგები ჩემ მიმართ ცოტა დათბნენ

„ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში ამდენი ხანია, ველოდები. თქვენ რა იცით, რომ ნიკა მელია კიევში წასვლის დროსაც პარლამენტში შემოსვლას არ ფიქრობდა? რატომ ამბობთ, რომ პოზიცია შეიცვლება. შესაძლოა, არც შეიცვალოს, უფრო გამყარდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლოდინი აქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

„მოლოდინი მაქვს, რომ პარლამენტში შემოვლენ. რასაც ჩემს კოლეგებს ვუყურებ, ჩემ მიმართ ცოტა დათბნენ. გუშინ, ზოგიერთებს ცოტა აგრესია კი ჰქონდათ, მაგრამ შედარება არ არის, დამთბრები არიან. მეც ამ შენობაში ვიქნები, ამიტომ მაინცდამაინც არ ამწვავებენ, რადგან იციან, რომ არც მე ვარ მთლად კანფეტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩვენმა გუნდმა რაც შექმნა მთავარი – ეს არის საფუძველი, პლაცდარმი ყველა იმ რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელებისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის
შემდეგი სტატიანათელაშვილი დმანისის მოვლენებზე – ჯერ კიდევ ვზივართ არაცივილიზაციურ ხეზე და იქიდან ჩამოსვლას არც ვაპირებთ