ხვიჩია – მინდა, პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში ისე მოხდეს, რომ ზედმეტი მოძრაობები არ იყოს არც ოპოზიციის მხრიდან და არც ხელისუფლებიდან

ალბათ, დღეს გაირკვევა რა შეთანხმებამდე მივალთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დელეგაციაში „გირჩიდან“ მეორე ვიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში „გირჩი“ უკრაინაში მოხვდება.

„ეს ვიზიტი არის სამძიმრის გამოხატვის ვიზიტი იმაზე, რაც უკრაინელ ხალხს გადახდა თავს. ნებისმიერ შემთხვევაში „გირჩი“ უკრაინაში მოხვდება. მინდა, პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში ისე მოხდეს, რომ ზედმეტი მოძრაობები არ იყოს არც ოპოზიციის მხრიდან და არც ხელისუფლებიდან. ალბათ, დღეს გაირკვევა რა შეთანხმებამდე მივალთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დელეგაციაში „გირჩიდან“ მეორე ვიყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის აგრესიას 197 ბავშვი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შტაბი – შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება