ხვიჩია: მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე დადო ფსონი და ამიტომ შემოვიდა პოლიტიკაში

“მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე დადო ფსონი და ამიტომ შემოვიდა პოლიტიკაში, რომ ბოლომდე არავის არ ენდობოდა ამ მნიშვნელოვან დროს” – ამის შესახებ იაგო ხვიჩია საუბრობს და ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმაურება.

ხვიჩია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი არავის ენდობა და ამიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში.

მე მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე დადო ფსონი და ამიტომ შემოვიდა პოლიტიკაში, რომ ბოლომდე არავის არ ენდობოდა ამ მნიშვნელოვან დროსაც, შესაბამისად, ვის რა ფუნქციები აქვს მოედანზე, ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ ვხედავთ, რომ მოედანზე ხალხი დარბის. მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი საკუთარ თავზე დებს ფსონს და დანარჩენები მოედანზე შედიან და გამოდიან მისი გემოვნების შესაბამისად,“ – ამბობს იაგო ხვიჩია.

საარჩევნო შტაბს არა პარტიის თავმჯდომარე, არამედ პრემიერი უხელმძღვანელებს. ბიძინა ივანიშვილმა ნდობა საარჩევნო შტაბის მართვასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს გამოუცხადა. თუმცა, წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს ყოველთვის პარტიული პირი ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე აუცილებლად დამარცხდება – აქუბარდია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი ლაიენს ხელახლა არჩევას ულოცავს