ხვიჩია – მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს ისეთი პოლიტიკური გოიმობაა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა: „ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და იმ დერეფნებში, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც“.

„ევროსტრუქტურებსა და მივლინებებში „ქოცებს“ არ დავყავარ, დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები. შესაბამისად, ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ რომ წამიყვანენ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ მივლინებაში ის ხალხი რომ დაგყავს, ვინც ამ ყველაფერს აქ ამბობს და შემდეგ ეს გიკვირს, ეს უფრო გასაკვირია.

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის და გვეუბნებიან – პოლიტიკურად გოიმები ნუ იქნებით, აზრზე მოდითო და თუ ევროპის კარზე აკაკუნებთ, ევროპელებივით მოიქეცითო.

ქვეყანას „ქართული ოცნება“ რომ მართავს, ეს ყველაზე მეტად ამ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, მით უმეტეს ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და შეგვიძლია, ეს გამოვიყენოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წინა სტატიაშიქადაგიშვილი – ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს
შემდეგი სტატიაCNN – ჩინეთმა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი თითქმის გააორმაგა