ხვიჩია – მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი

მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ თბილისის მერის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნა.

ხვიჩიას განცხადებით, იმის გამო, რომ პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, ახალ-ახალი იდეების მოფიქრება ხდება, თუმცა მერობის კანდიდატად არაპოლიტიკოსის წარდგენა მცდარია.

„მეურნე მერის იდეის მომხრე არ ვარ, მგონია, რომ არჩევით თანამდებობაზე უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმის გამო, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, ადამიანები იფიქრებენ ახალ-ახალ იდეებს, რომელიც მათი აზრით, ხალხისთვის მისაღები იქნება, მაგრამ ზოგადად, ეს იდეა, რომ ქალაქის მერი პოლიტიკოსი კი არა სხვა ვინმე უნდა იყოს, მცდარია, მით უმეტეს, როცა ამხელა მნიშვნელობა ენიჭება დედაქალაქის მერს. აქედან გამომდინარე, არ მჯერა მაგ იდეის, არც ასეთ მეურნე კანდიდატს ვხედავ ვინმეს, რომელსაც მხარს დაუჭერს ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ ტრადიციული გზით უნდა წავიდეთ. ეს არ არის კერძო კომპანიის მართვა, ამხელა ქალაქის მოვლა-პატრონობა მოითხოვს პოლიტიკურ დისკუსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. აქამდე პრობლემა ის იყო, რომ დედაქალაქის მერები არ იყვნენ დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ყველა ვიღაცის წარმომადგენელი იყო. მხარს დავუჭერ მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და პროპორციულ არჩევნებში „გირჩი“ შემოხაზოს, „გირჩის“ იქით მეორე არჩევანს ვისზე გააკეთებს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩამ.

banner
წინა სტატიაშიბაციკაძე – ნიკა მელიამ თქვა, ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფიო“, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე, დავაყენებთ საკითხს, „პუფს“ მივანიჭოთ უფლებამოსილება
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა აცხადებს, რომ ამნისტიაზე უარს ამბობს