ხვიჩია მელიაზე: ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის მიღება დოკუმენტზე ხელმოწერას ნიშნავს

“ჩემი აზრით, გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან, ზოგადად, ამ პირობების მიღება, ზოგადად, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება, თავისთავად, ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია.

ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მე მგონია, რომ ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში, ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზებას”, – ამბობს “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია “იმედთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშივიოლა ვონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს
შემდეგი სტატიაანზორ მელია: თუ სამშობლოსთვის საჭირო იქნება, ნიკა პარლამენტშიც შევა