“მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა. ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალისა და მანდილის პატივისცემაზე”,-წერს Facebook-ზე გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია. ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.