ხვიჩია – მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია

ჩხუბი ატეხა, მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას აკლია, იმიტომ, რომ ჩვენ მეტნი ვიყავით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გუშინ „გირჩის“ ოფისში მომხდარ შემთხვევაზე განმარტება გააკეთა.

ხვიჩიას თქმით, მას პოლიციამ დაურეკა, დაბარებულია გამოკითხვაზე, თუმცა არ იცის იმ ადამიანის ვინაობა.

„გუშინ საღამოს ვიღაც ადამიანი შემოვიდა ოფისში და თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდა ძალიან უცნაური მოტივით – თუ რატომ გავათავისუფლეთ ჯარიდან მისი ძმა, რომელიც ახლა ჯარის ნაცვლად იმყოფება ამერიკაში. თითქოს ჩვენ ვიყავი ხალხის გამრყვნელები. „ქოცური“ და საპატრიარქოს პროპაგანდა რაც არის, სრულიად ნამუშევარი იყო ამ ადამიანზე.

მე გავაგდე გარეთ. გაგდების დროს ხელი მომიქნია და მომხვდა ცხვირში. ჩვენც არ დაგვიკლია, სიმართლე რომ გითხრათ და ვაღიაროთ. ახალგაზრდა ადამიანმა შარი ნახა. პოლიციამ დამირეკა, მაგრამ მე არ ვიცი ამ ადამიანის ვინაობა.

ჩხუბი ატეხა, მე მომხვდა ერთი და ისე, რომ მეტყობა, თორემ არც იმას არ აკლია, იმიტომ, რომ ჩვენ მეტნი ვიყავით”,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიირანის თავდაცვის მინისტრი – სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება რეგიონის ქვეყნებმა უნდა შეინარჩუნონ და ნებისმიერი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას, მიუღებელია
შემდეგი სტატიაზარქუა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაიბაროს გერმანიის ელჩი და მოსთხოვოს განმარტებები ადეიშვილის ბუნდესტაგში მიღებასთან დაკავშირებით