ხვიჩია – „ლელოს“ შემწეობით, პარალიზებულია ორი ოპოზიციური ტელევიზია და იქ გადის მხოლოდ ლელოური ამბები

„ლელოს“ შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური ამბები და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ორი ოპოზიციური ტელევიზია პარალიზებულია პოლიტიკური თოქ-შოუებისთვის.

„ყველა ხვდება, რომ „ლელოს“ მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პარალიზებულია პოლიტიკური თოქ-შოუებისთვის და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია. ამაზე მავნებლურ საქმეს „ლელო“ ვერაფერს გააკეთებდა, ჩემი აზრით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტელევიზიებისთვის ფული გადაეხადა იმაში, რომ მართლა პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო და ჩვენ არსებით საკითხებზე გველაპარაკა, „ლელოს“ შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური ამბები და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე
შემდეგი სტატიაიძულებით გადაადგილებულ 1335 ოჯახს, სააგენტო, სოფლად სახლს შეუსყიდის-რელიზი