ხვიჩია – ხელისუფლებამ თქვა, აქციაზე იმაზე მეტ ადამიანს მივიყვანთ, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანაო, ამ მხრივ საკუთარი ორგანიზაციულობის უნარი აჩვენა

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოში მიტინგებმა შინაარსი დაკარგა და თავების დათვლის ადგილად გადაიქცა.

როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიტინგთან დაკავშირებით ყველას აინტერესებს არა ის, ვინ გამოვიდა სიტყვით, რა თქვა და რა მოწოდება იყო, არამედ ადამიანების რაოდენობა.

„ხელისუფლებამ თქვა, რომ აქციაზე იმაზე მეტ ადამიანს მივიყვანთ, ვიდრე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა. ამ მხრივ საკუთარი ორგანიზაციულობის უნარი აჩვენა, რომ შეუძლია, ერთ კვირაში A წერტილიდან B წერტილამდე რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა და შემდეგ უკან ტრანსპორტირება დააორგანიზოს, რაც, სხვათა შორის, გამოუვიდათ, არ იყო ცუდი. მთავარი პრობლემაა, რომ მტრობით გვმართავენ, თითქოს, საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად – „ქოცებად“ და „ნაცებად“ და ეს ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს.

ეს არის ხელოვნური, თავსმოხვეული დაყოფა, კგბ-ს მეთოდებით, რაც ავტოკრატიული ქვეყნის მართვის ცნობილი მეთოდია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ასეთი ტიპის მიტინგების მოწყობა სარისკოა – ხალხი შეიძლება, ძალიან გაბრაზებული იყოს და თუ ერთად მდგომი დაგინახა, შეიძლება, შენს წინააღმდეგ გამოიქცეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება NATO-ს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი”
შემდეგი სტატიაბათუმში აქცია- პერფორმანსი “თავისუფლება მიშას” გაიმართა