ხვიჩია – ხელისუფლებამ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეწყვიტოს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ხელისუფლებამ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეაჩეროს.

როგორც ოპოზიციოერი დეპუტატი აცხადებს, ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„ჩემი აზრით, ამ საკითხთან სახალხო დამცველი არაფერ შუაშია, ხელისუფლებამ ეს პროცესი თუნდაც იმის გამო უნდა შეწყვიტოს, რომ ჩვენი მეგობრები, ფასილიტატორები, მედიატორები და განსაკუთრებით კელი დეგნანი მოგვიწოდებს, რომ ახლა ამ პროცესს არ გააჩნია ლეგიტიმაცია და უნდა შევაჩეროთ. მთავარი დაბრკოლება ეს მგონია იმ პროცესის, რომელსაც ჩვენ ამ ხალხის დახმარებით ვაწარმოებთ და ახლა ეს ხალხი გვეუბნება, ამ პროცესის ასე გაგრძელება არ შეიძლებაო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – „ოცნება“ საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებას თუ დააიგნორებს, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის