ხვიჩია – კეზერაშვილი სკანდალშია გახვეული, რომელშიც „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე ვერ მოხვდებოდა

დავით კეზერაშვილის როლი იქნება ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ დაავალებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგი ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, კეზერაშვილი სკანდალშია გახვეული, რომელშიც „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე ვერ მოხვდებოდა.

„ევროპელი პენსიონერების ყვლეფა „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი სკანდალი ქართული მედიის ეკრანებიდან ჩამოვიდა და ყველამ მიივიწყა. ხელისუფლებას ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ამ თემების პედალირება, თუმცა ეს თემა ისე მიწყნარდა, მათი შეთანხმების ნიშნები თვალნათელია. შესაბამისად, მისი როლი იქნება ისეთი, როგორსაც „ქართული ოცნება“ დაავალებს. ეს ხალხი შეიძლება, იყოს რაციონალური ხალხი, რომელიც კვიპროსში ფულის მარტივად საშოვნელად ჩადის – თან ფულს შოულობს, თან ისვენებს, თან შეიძლება კაი სამსახურიც ამ ფულის შედეგად. თუ ფულს არ შოულობენ, აბა, ისე რა უნდათ კვიპროსში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„მორგოშია ქართული ოცნების ჩვეულებრივი ნაწილია და როდესაც ოცნება დამარცხდება, დამარცხდებიან მორგოშიებიც“ – თენგო კირთაძე
შემდეგი სტატიანაგავი ზღვის ნაპირზე, ტრაფარეტები: “ბანაობა აკრძალულია”; “ნუ დალევთ წყალს ონკანიდან” – რა ელით ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში