ხვიჩია – კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს

პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტების უმრავლესობა ვეტოს იმსახურებს.

„რატომ მხოლოდ ეს ექვსი თვე, თუ ხვდები, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა და ექვსი თვის მერეც უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, სადაც ისეთი კანონები მიიღება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს პრეზიდენტისგან ბუნებრივად მივიჩნევ ვეტოს დადებას და უცნაური მგონია ვეტოს მხოლოდ ექვსი თვე გამოყენება. პრეზიდენტის ვეტო ხომ იმისთვის არსებობს, თუ მიგაჩნია, რომ რაღაც კანონები ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, მაქსიმუმი გააკეთო, რომ ისინი ძალაში არ შევიდნენ. ასეთი კანონები უამრავია და პრეზიდენტს, მგონი, ბევრი ვეტოების დადება მოუწევს თუ ის მართალია, რასაც საუბრობს. კანონპროექტების 90 პროცენტი, რაც პარლამენტში შემოდის, ვეტოს იმსახურებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიარავინ ითხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ EU-ს ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს – კუბილიუსი
შემდეგი სტატიათალაკვაძე – რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის ოპონენტები გახდნენ