ხვიჩია – გახარიას ინტერვიუს შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას კრიზისი აქვს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, გიორგი გახარია ყოფილ თანაგუნდელებზეა გაბრაზებული.

„გახარიას ინტერვიუს შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას კრიზისი აქვს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან. თუ ბიძინა ივანიშვილს ვერ დაუკავშირდა და მისი პრეტენზიის მთავარი შინაარსი ამაში მდგომარეობს, მაშინ უნდა ეცადა დაკავშირება, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ვგრძნობ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა ამბავი. შიგთავსი არ მესმის, მოზაიკის წარმოდგენა მიჭირს. არ ვიცი, „ქართული ოცნების“ შიგნით რა ურთიერთობები აქვთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა – “საია” იურიდიულ კომიტეტს მიმართავს
შემდეგი სტატიაბადრი ჯაფარიძე – გახარიამ გუშინ იცრუა, მისი ყოველი გამოსვლა ტყუილებით აღსავსეა