ხვიჩია – დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.

„შექმნის დროსაც კი აბსურდი იყო. მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს.

მგონია, რომ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ. აბსურდი მგონია, არ ვუჭერ მხარს და არ მივიღებ მონაწილეობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ